ბიჭი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, დააკავეს
ბიჭი, რომელიც ჭანტურიას ქუჩაძე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ადგილიდან ჯგუფურად გაიტაცეს.
ფოტო - IPN
სპეცრაზმი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს გაზის კაფსულებს ესვრის, ძალისმიერი მეთოდებით აკავებს, იყენებს წყლის ჭავლს, თუმცა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე უკან ბრუნდებიან.
მომიტინგეებს თავდაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ლოკაციაზე აღმართული აქვთ ბარიკადები. ამასთან, დაშავებული დემონსტრანტებით სავსეა სასწრაფო დახმარების მანქანები.
რუსთაველის გამზირზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ხმაური მას შემდეგ იწყება, რაც სპეცრაზმის წარმომადგენლები დემონსტრანტების დაკავებას იწყებენ.