აქციაზე პოლიციამ "რადიო თავისუფლების" პროდიუსერი დააკავა
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ღამის 3 საათზე, მათი პროდიუსერი, ბექა ბერაძე დააკავა.
მედიის ცნობით, ბექა ბერაძეს ხელბორკილები ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დაადეს, თუმცა ამ დრომდე მის ადგილსამყოფელს ვერ არკვევენ.
ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია", - წერს რადიო თავისუფლება.