დარბევის მიუხედავად, აქცია გრძელდება - პროტესტის ეპიცენტრი ჭავჭავაძის გამზირი ხდება
მიუხედავად სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, საპროტესტო აქცია გრძელდება.
ევროპული მომავლის მცველებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. პროტესტის ეპიცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გახდა.
ჭავჭავაძის გამზირთან ერთად, სავარაუდოდ, ვარაზის ხევი, კეკელიძის ქუჩა და მელიქიშვილის გამზირის პარალიზებაც მოხდება.
ამ ეტაპისთვის საპოლიციო ძალები ადგილზე არ ჩანან, ისინი რესპუბლიკის მოედანზე არიან განთავსებულები.