"ჩვენი თაობა ამას დაუსვამს წერტილს" - თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

01.12.24 09:18
"ჩვენი თაობა ამას დაუსვამს წერტილს" - თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

ახალგაზრდები, რომლებიც ამ წუთებში თსუ-თან არიან შეკრებილები, ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. "ჩვენი თაობა ამას დაუსვამს წერტილს", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე. 

არ დავიღალეთ, ეს ყველას შეეხება ვინც სახლებშია, ვისაც ეშინია, ყველას შეგეხებთ. მეოთხე თაობა ვარ, რომელიც დგას, რომ საქართელო თავისუფალი იყოს, რომ საქართველო თავსიუფალი იყოს და სანამ ამის შანსს არ გვაძლევენ, ჩვენ აქედან არ წავალთ და ჩვენი თაობა ამას დაუსვამს წერტილს. ძალიან დიდი იმედით ვამბობ ამას, - ამბობს აქციის მონაწილე.

მიუხედავად სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, საპროტესტო აქცია გრძელდება.

ევროპული მომავლის მცველებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. პროტესტის ეპიცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გახდა.