"კატეგორიულად ვემიჯნებით EU-ში ევროინტეგრაციის კურსის ღალატს" - თსუ-ის აკადემიური პერსონალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.
"კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.
ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.
მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება", - ნათქამია განცხადებაში.
„ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.