გომელაურის უწყებამ ამ დრომდე ვერ დათვალა რამდენი ადამიანი დააკავა აქციაზე
ოჯახის წევრები და ადვოკატები დაკავებულების ნაწილს იზოლატორ-იზოლატორ ეძებენ - 30-მდე დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგის ადგილმდებარეობა უცნობია. ვახტან გომელაურის უწყება ამ დრომდე არ ამბობს რამდენი ადამიანი დააკავეს გუშინ ღამით საპროტესტო აქციაზე.
ვისაც ადვოკატებმა იზოლატორებში მიაგნეს, ცემი კვალი აღენიშნებათ - "პირველებმა" რამდენიმე წუთის წინ გადაიღო დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოყვანილი ათზე მეტი ადამიანი. დემონსტრანტებს სახეზე სისხლჩაქცევები და დალურჯებები აქვთ.
პროტესტის მესამე ღამეს ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
- „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.