როთი: თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის - თქვენ გაიმარჯვებთ!
თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
„აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპისთვის, ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!“- წერს როთი.
პროტესტის მესამე ღამეს ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
- „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.