დაკავებულები ყვებიან, რომ ჯგუფურად გონების დაკარგვამდე ცემდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ - ადვოკატი

01.12.24 13:14
დაკავებულები ყვებიან, რომ ჯგუფურად გონების დაკარგვამდე ცემდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ - ადვოკატი

დაკავებულების მოსანახულებლად შესულმა ადვოკატმა იზოლატორიდან შემაძრწუნებელი ამბები გამოიტანა. როგორც უფლებამდაცველი ამბობს, დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეები ცემის და შეურაცხყოფების დაუჯერებელ ისტორიებს ყვებიან. 

დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

შემზარავი ამბები დაზარალებულებისგან უკვე მოისმინეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც.

დაკავებულები ყვებიან და ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ მას მოექცნენ არაადამიანურად და თავს გრძნობს დამცირებულად, რადგან ერთია, როდესაც ის შეათრიეს უკან, ე.წ. კრიმინალი სამართალდამრღვევები მას უსწორდებოდნენ ფიზიკურად. რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა მას ფიზიკურად, წრეში ჰყავდათ, ურტამდნენ და არა მხოლოდ მირტყამდნენ, არამედ სახეში მაფურთხებდნენო, მეუბნებოდნენ, პირი გააღე და დედის მიმართულებით მაგინებდნენო. მე ერთადერთი იმას ვცდილობდი, რომ თვალზე ხელები ამეფარებინა და როდესაც დაიღალნენო, ერთ-ერთი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მოვიდა და გამიყვანესო".- ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. 

აქციაზე დაკავებულების ნაწილს ახლობლები და ადვოკატები ამ დრომდე იზოლატორებში ეძებენ. ვინ სად გადაიყვანეს და რამდენი პირია დაკავებული, ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს. 

"პირველების" ინფრომაციით, აქციაზე 50-მდე ადამიანია დაკავებული, რომელტაგან 10 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პროტესტის მესამე ღამეს ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე  დაიწყო. საპოლიციო ძალებმა  გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც.  რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.  

  • „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.