ბაჩი ვალიშვილი: რუსულ ავტორიტარიზმს ერთი გადაწყვეტილება გვაშორებს - დანებება და ეს არასდროს მოხდება

01.12.24 13:13
ბაჩი ვალიშვილი: რუსულ ავტორიტარიზმს ერთი გადაწყვეტილება გვაშორებს -  დანებება და ეს არასდროს მოხდება

რუსულ ავტორიტარიზმს ერთი გადაწყვეტილება გვაშორებს -  დანებება და ეს არასდროს მოხდება, - ამის შესახებ მსახიობი ბაჩი ვალიშვილი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე იმყოფება. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ უკან დასახევი გზა არ დარჩა, რადგან უკან "სიკვდილია".

თავისუფლებისთვის ვდგავარ აქ. ჩვენ დიქტატურას და რუსულ ავტორიტარიზმს გვაშორებს ერთი ნაბიჯი დ აერთი გადაწყვეტუილება, რომ დავნებდეთ და ეს არასდროს რომ არ მოხდება, ძალიან კარგად ვხედავთ ყველა. ჩვენ არ გავქვს უკან დახევის არანაირი შესაძლებლობა, უფსკრულის პირას ვდგავართ და უკან არის უკვე სიკვდილი, მეტაფორული და სამწუხაროდ, შეიძლება, ფიზიკურიც. ეს ბრაზი, რაც წამოვიდა, ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, წლების განმავლობაში სტაბილურად ვლაპარაკობდით. ჩვენ იმიტომ ვაპროტესტებდით ამ კანონს, იმ კანონს, რომ ამ წერტილამდე არ მოვსულიყავით, - ამბობს მსახიობი. 

პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირია, სადაც პროტესტის მონაწილეების რიცხვი საათობრივად იზრდება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორმაგი შემართებით არიან და პროტესტისთვის ისევ მზად არიან. საღამოს 19:00 საათზე შეკრებილები უკვე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.