ვერ დაგვაჩოქებენ! მთავრობამ, რომელმაც ახალგაზრდები ძალადობისთვის გაიმეტა, უნდა დასრულდეს! - აქციის მონაწილე

01.12.24 13:25
ვერ დაგვაჩოქებენ! მთავრობამ, რომელმაც ახალგაზრდები ძალადობისთვის გაიმეტა, უნდა დასრულდეს! - აქციის მონაწილე

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილებს სულ უფრო მეტი მოქალაქე უერთდება. ახალგაზრდების გარდა ადგილზე მივიდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. გაბრაზებული მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ მთავრობამ, რომელმაც ახალგაზრდები ძალადობისთვის გაიმეტა, უნდა დასრულდეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ჩართული ახალგაზრდების მშობლებს მოუწოდებს, აქციაზე გავიდნენ და შვილები დაიცვან.  

ვერ დაგვაჩოქებენ რუსული ოცნების მონები. მივმართავ დედებს, გამოვიდნენ, შევკრათ ჯაჭვი და შემოვარტყათ ჩვენს შვილებს, დედებმა, მამებმა, ბებიებმა, პაპებმა და დავიცვათ ჩვენი შვილები. ტეხავენ წელში სამი დღეა, 5 დღეა, ვუყურებთ ბავშვებს, დაბლა ათრევენ ეს მონები, ეს ყრუები. გამოდით! ჩემი შვილი აქ არ არის, მე მარტო ვარ, მაგრამ ეს ყველა ჩემი შვილია, ეს ახალგაზრდობა. მთავრობამ, რომელმაც ახალგაზრდები გაიმეტა წელში გადასატეხად, ის მთავრობა უნდა დასრულდეს. მივმართავ ისტორიის მასწავლებლებს, ფილოლოგებს, რომელთა გაკვეთილებიც უკვე აღარაფრად ღირს, გააუპატიურეს ქართული ენა, გამოდით და ხმა ამოიღეთ! მინდა, რომ ჩემი შვილი ჩამოვიდეს და თავის ქვეყანაში იყოს. იცით, რამდენი ტვინია გასული? ეს უტვინოები, მონები, ძაღლები, დღეს უნდა გადავტეხოთ ესენი წელში. დღეს უნდა შემოვარტყათ ჯაჭვი ჩვენს შილებს და გვესროლონ! აზრზე მოდით! რა დროს ლგბტა? ლგბტ იცით სად არის? პარლამენტში! - ამბობს აქციის მონაწილე. 

პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირია, სადაც პროტესტის მონაწილეების რიცხვი საათობრივად იზრდება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორმაგი შემართებით არიან და პროტესტისთვის ისევ მზად არიან. საღამოს 19:00 საათზე შეკრებილები უკვე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.