ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

01.12.24 13:36
ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება. ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე დაგმობილია ყოველგვარი სახის ძალადობას, რომელიც ხორციელდება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართულებით.

ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ვემიჯნებით ყოველგვარი სახის ძალადობას, რომელიც ხორციელდება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართულებით.

ჩვენი ორგანიზაცია მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრს და არჩევანს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.

ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება ევროატლანტიკური მომავლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გამოხატა. ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას, ისე ასოციაციის მიზნების შესრულებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას.

ასოციაციის წევრებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ." - ნათქვამია განცხადებაში.