კლინიკები აქციაზე დაშავებულებით გადავსებულია - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
კლინიკები აქციაზე დაშავებულებით გადავსებულია. მხოლოდ ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში 17 მომიტინგე შეიყვანეს. სპეცრაზმის მიერ დარბეული ოცამდე მოქალაქე მიიყვანეს კავკასიის მედიცისის ცენტრშიც. აქციის მონაწილეებს დაზიანებები სახის და თავის არეში აღენიშნებათ. ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან "ხარებას" რაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ფორმულას ჟურნალისტი და წამყავნი - გურამ როგავა და გერმანელი რეპორტიორი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენთან შემოყვანეს აქციის დროს დაშავებული 17 პაციენტი. 17 დაშავებულიდან შვიდის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ათი პაციენტი კი გაეწერა ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკაში ამ ეტაპზე აქციაზე დაშავებული ათი პაციენტი რჩება. ათივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალ ეტაპობრივად ვგეგმავთ გაწერას. ძირითადად აღენიშნებათ თავის ტვინის ტრავმები, სახის ძვლების მოტეხილობები, ცხვირის ტრავმა. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნებათ“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა.