აქციაზე დაკავებულების საქმეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს

01.12.24 13:59
აქციაზე დაკავებულების საქმეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს

აქციაზე დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰყავთ მიყვანილი. საუბარია ათ ადამიანზე. ყველას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. აქტივისტეების საქმეეები გაერთიანდა და ერთ მოსამართლეს ზვიად ცეკვავას დაეწერა. პროცესზე დაბარებული ჰყავთ პოლიციელებიც. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ გომელაურის სამინისტროს თანამშრომლები დღეს ცრუ ჩვენებებს მისცემენ მომიტინგეების წინააღმდეგ.

შსს-ს იურისტების მიერ დაყენებულ იქნა შესაბამისი შუამდგომლობა, რომ ორივე პირი, ოქმის შემდგენელი პირიც და დამკავაბელიც ყოფილიყო ადკითხული. რა თქმა უნდა, დაცვის მხარეც დავეთანხმეთ ამ შუამდგომლობას, რომ ორივე მოწმე ყოფილიყო დაკითხული, თუმცა სასამართლომ, თავისი ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი დაეიკითხა", - ამბობს ადვოკატი.