აქცია ხაშურში - მოქალაქეები მსვლელობით "ოცნების" ოფისთან მივიდნენ, მათი დროშა ჩამოხიეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს
"ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - ხაშურში აქცია იმართება.
მოქალაქეები მსვლელობით ჯერ ცესკოსთან გაჩერდნენ, მათ შეახსენეს, რომ არჩევნების გამყალბებლები არიან, შემდეგ კი მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ, ჩამოიღეს "ოცნების" დროშა, დახიეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს.
ძალიან ემოციურად ვართ უკვე განწყობილები, ჯერ ცესკოსთან მივედით, დავულაგეთ გამოჯონილ საღებავიანი ფურცლები, მერე "ოცნების" ოფისთან მათი დროშა დავხიეთ და ნაგავში პროტესტის ნიშნად გადავაგდეთ. უბრალოდ უნდა მოხვდნენ, რამდენად გაბრაზებულები და გამწარებულები ვართ", - ამბობს აქციის მონაწილე.