აქცია თბილისში - ჭავჭავაძის გამზირზე ბაიკერების მსვლელობაა (ვიდეო)
თბილისში ბაიკერების მსვლელობაა - ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირზე ასამდე ბაიკერია გამოსული და "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ისინი აპროტესტებენ აქციაზე დარბევს და ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
პროტესტის მესამე ღამეს ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
- „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.