"პირველების" ინფორმაციით, "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას რუსული კანონის ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ემიჯნება
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები "ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან - "პირველების" ინფორმაციით, ხელმომწერებს ცოტა ხნის წინ რუსული კანონის ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე დავით დევიძე შეუერთდა.
ის ხელმომწერთა შორის რიგით 298-ეა. განცხადებას ამ დროის მონაცემებით ხელს 311 პირი აწერს.
ცნობისთვის, სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვის მეორე დღეს, განმარტა პროცედურულად როგორ დაიწყება რუსული კანონის აღსრულება.
შეგახსენებთ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს და ხაზგასმით განაცხადეს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
- „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.