ქვეყნის სულმასშტაბიანი ოკუპაცია ხდება, უკან დასახევი გზა არ გვაქვს - გიორგი ბოჭორიშვილი
ქვეყნის სულმასშტაბიანი ოკუპაცია ხდება, უკან დასახევი გზა არ გვაქვს, - ამის შესახებ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი საუბრობს. ხელოვანი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი აუცილებლად გაუმარჯვებს და ტავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებს.
დღეს ხდება ქვეყნის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანებულია მთელი ქვეყანა და უბრალოდ, არ გვაქვს უკან დასახევი გზა. ეს არის მიზეზი, რატომაც ვდგავართ აქ, რატომაც ვიდგებით და მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ თავსიუფალ, თანასწორ, ევროპულ საქართველოში, - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირია, სადაც პროტესტის მონაწილეების რიცხვი საათობრივად იზრდება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორმაგი შემართებით არიან და პროტესტისთვის ისევ მზად არიან. საღამოს 19:00 საათზე შეკრებილები უკვე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.