"სასამართლო კლავს სამართალს" - საქალაქოში აქციაზე დაკავებული და ნაცემი აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს
ყურადღების ცენტრშია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც აქციაზე დაკავებული მომიტინგეების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადვოკატები მოსმართლე ზვიად ცეკვავას აცილებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის დამოუკიდებელი არ არის. მოსამართლემ ინტერესეის დამცველების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე უარი თქვა, პროცესზე მედია დასწრებულიყო.
ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებები გამოგონილია, დაკავებებს ერთადერთი მიზანი აქვს - დააშინონ ევროპული მომავლის მცველები. ირკვევა, რომ პროცესზე ვერ მიიყვანეს ორი დაკავებული, რადგან მათ მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული და კლინიკაში იმოფებიან.
სასამართლომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი არგუმენტაცია. სასამართლომ მოკლა დღეს სამართალი და მე შემიძლია, დავამატო, ამ ადამიანის სასამართლო პროცესებიდან, მე სადაც ვარ დასწრებული, 100%-ით ამ ადამიანმა, ყველა დაზარალებული ადამიანი, ნაცემი ადამიანი ცნო სამართლდამრღვევებად. ეს არის ყველანაირი კანონის დარღვევა, ეს არის ადვოკატის უფლების შეზღუდვა, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
რაც შეეხება თავად დაკავებულებს, ყველა მათგანი ძალოვანების მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
კვამლში, ბურუსში გახვეული ტერიტორიიდან, პოლიციელები, რომლებიც იყვნენ შენიღბულები, მათი გადაყვანის პროცესში მივიღე ეს დაზიანება. ამის შემდეგაც სამარშრუტო ტაქსში გადაგვიყვანეს, იქაც მუშტი-კრივი და მანდაც კიდევ უფრო მეტი დაზიანება მაქვს ტანზე და ა.შ. როცა გადამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, არანაირი სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩენიათ. გვითხრეს, რომ იზოლატორში იქნებოდა ექიმი, მაგრამ მსგავსი დახმარება მე არ მიმიღია, - ამბობს აქციის მონაწილე.
დანახვით არავინ დამინახავს იქიდან გამომდინარე,რ ომ სპეცრაზმის თანამშრომლებს არაიანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ. აქციის მონაწილეებს აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, გადიან ცემის კორიდორს, - ამბობს ნაცემი აქტივისტი.