ივანიშვილის ხელისუფლებამ დაარღვია და დაამხო საქართველოს კონსტიტუცია - დავით გორგილაძე
ქართველი ხალხი დაიბრუნებს იმ მარშრუტს, რაც ამ ქვეყანას არჩეული აქვს და იმ მარშრუტს, რომელიც გაგვიმრუნდა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ ტელეწამყვანი დავით გორგილაძე საუბრობს. გორგილაძე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ "ქართულ ოცნებას" მანდატი აღარ მიანიჭა და მმართველი გუნდი პარლამენტშ თვიტნებურად გამწესდა.
ძალიან ბედნიერი დასასრული მინდა, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს იმ მარშრუტს, რაც ამ ქვეყანას არჩეული აქვს და იმ მარშრუტს, რომელიც გაგვიმრუნდა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თვითმარქვია, მოღალატე, ცრუ, მოლაპარაკე მდაბიო თავებმა. წაგვართვეს მთავარი რამ, ეს არის ხმის უფლება, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის უფლება, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ აღარ მიანიჭა მანდატი, ჩვენ აღარ დაგვიქირავებია ეს მთავრობა ამ ქვეყნის სამართავად და ისინი არიან გამწესებულები პარლამენტში აბსოლუტურად თვითნებურად. მათ დაარღვიეს, დაამხეს საქართველოს კონსტიტუცია, ვსაუბრობ რამდენიმე დღის წინანდელ განცახდებაზე ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და მას შემდეგ კიდევ ათასი სისულელე მოვისმინეთ, - ამბობს დათო გორგილაძე.
მელიქიშვილის გამზირი ხალხი ივსება. ნაწილი მათგანი გეგმავს, საზოგადოებრივ ნაწილთან ჩავიდეს, სადაც პროტესტის კიდევ ერთი კერა იქნება. ისინი ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ. მოქალაქეებს კიდევ ერთ ნაწილს პროტესტის სხვა ლოკაციაც აქვს შერჩეული, თუმცა ის ჯერჯერობით არ სახელდება. საბოლოოდ, კი ყველა მათგანი პარლამენტთან შეიკრიბება.