ნუ დაგვაკარგვინებთ ევროპულ მომავალს! - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

01.12.24 18:02
ნუ დაგვაკარგვინებთ ევროპულ მომავალს! - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

პროტესტის კიდევ ერთი კერა ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროა. იქ ახლა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან. ნუ დაგვაკარგვინებთ ევროპულ მომავალს! - ამ გზავნილით მივიდნენ მოქალაქეები მიხეილ სარჯველაძის უწყებასთან. აქციის მონაწილეეები ამბობენ, რომ შვილებისვის, მშობლებისთვის და ახლობლებისთვის სურთ ისეთივე მრავალფეროვანი მეიდიცნა, როგორიც ევროპაშია. 

შშმ პირების მშობლები უწყებასთან სიმბოლურად პირამოკერილი თოჯინებით არიან მისულები. 

თოჯინებს სიმბოლურად პირი აქვთ ამოკერილი ისე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ამ ქვეყანაში. ის შესაძლებლობები, რაც აქვთ დღეს შშმ პირებს და ისიც არასაკმარისი, ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი ახლა რამდენი საჭიროებებია, ყველაფერი მოღწეულია აქამდე ევროკავშირის და ამერიკის მხარდაჭერით და ახლა ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ყველაფერი რაც აქვთ ჩვენ შილებს, ხვალ შეიძლება, აღარ ჰქონდეთ, ისედაც არასაკმრისი სერვისები, რომლებიც ვერ პასუხოვს ვერანაირ საჭიროებებს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.  მმართველი გუნდი ასევე უარს ამბობს ევროკავშირისგან ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზეც. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გააკეთა, რასაც ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, ხელისუფლება კი უკვე სამი დღეა დემონსტრანტებს ძალოვანებს უპირისპირებს, რომლებიც მათ სასტიკად უსწორდებიან.