"ჩვენს ისტორულ გზას ვერავინ ვერასდროს გადაუხვევს" - ემიგრანტების აქცია ფლორენციაში

01.12.24 18:22
"ჩვენს ისტორულ გზას ვერავინ ვერასდროს გადაუხვევს" - ემიგრანტების აქცია ფლორენციაში

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობას ფლორენციაში. ემიგრანტებმა საქართველოს მთავრობის ქმედება გააპროტესტეს. მათი თქმით, საქართველოს ისტორიული გზა ევროპაა და მას ვერავინ ვერასდროს გადაუხვევს. 

ჩვენი ისტორიული გზა სადაც მიდის ხომ ყველამ ვიცით, გზა რომელსაც ვერავინ, ვერასდროს გადაუხვევს! და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი სრულად არაპროპორციულია რუსთაველზე ამდენდღიანი დგომის, არ შეედრება თქვენს თავგანწირვას… 
 

მადლობა! გარეთ მყოფ ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა, ჩვენი, ყველას გასაკეთებელს აკეთებს!
მადლობა მათ, ვინც ჩვენს ნაცვლად უძლებს 24 საათი ქუჩაში დგომას, წყლის ჭავლს, არასწორ მუშტს, არასწორ წიხლს, ბევრ გაზს, უფრო ბევრ უსამართლობას და კიდევ უფრო ბევრი უღირსი ადამიანის უმოქმედობას! 

"ეს ვერ გამიგია სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო", - ამბობენ ემიგრანტები.