საზმაუსთან ისევ აქციაა - პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, ეთერი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს დაეთმოს
აქციის მონაწილეთა ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ. ტელევიზიის კართან მათ დაცვის სამსახური დახვდა, რომლებმაც მათ შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე არიან მობილიზებულები შსს-ს წარმომადგენლებიც.
პროტესტის მონაწილეები ისევ თინათინ ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საზმაუს ეთერი დაეთმოთ, რათა საზოგადოებამ ქვეყანაშ განვითარეულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე იცოდეს. აქციის მონაწილეები ტყუილს უწოდებენ იფნორმაციასაც, თითქოს, საქართველო პრეზიდენტი პირველ არხზე მისვლაზე უარს აცხადებს.
ითქვა, რომ პრეზიდენტს თავად არ სურდაო, რომ პირველი არხისთვის მიეცა ინტერვიუო. დადასტურებულად მაქვს ინფორმაცია, რომ თავად პრეზიდენტისგან, მისი ადმინისტრაციისგან არაერთხელ იყო შეთავაზებული, რომ მისთვის დაეთმოთ ეთერი და პირველმა არხმა ეს არ გააკეთა. კიდევ ერთი ტესტი - თუ ასეა, დღესვე დაუთმონ ეთერი საქართველოს პრეზიდენტს, - განაცხადა ხუნწარიამ.