რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. პარალელურად, ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ჯერჯერობით ადგილზე სპეცრაზმელების გადაადგილება არ შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა რუსთაველის გამზირი პროტესტის ეპიცენტრია. მოქალაქეები პრემიერის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მესამე დღეა მასშტაბრუ აქციებზე ძალოვანები დემონსტრანტებს არბევენ, ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ, თუმცა ამის მიუხედავად, წუჩაშ სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის.