"ივანიშვილის დღეები დამთავრებულია" - პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი ოლიგარქის შუშის სასახლეა
პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი ამ წუთებში ივანიშვილის რეზიდენციაა. ოლიგარქის შუშის სასახლესთან მოქალაქეები საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. ამ ფორმით მათ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობა გააპროტესტეს.
ბორიას ვეტყვი, რომ მისი დღეები დამთავრებულია. რაც უფრო მალე გაანალიზებს ამას, მით უკეთესი. ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვერავინ წავა. ეს პროტესტი არის მრავალეტაპიანი, არის პროტესტის სხვადასხვა კერები შექმნილი. ეს უფრო ფართო და ფართო გახდება და მოედება მთელ საქართველოს. ამიტომ, რაც მალე წავა თავის მშობლიურ რუსეთსი, მით უკეთესი იქნება, - ამბობს აქციის მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ასევე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა.