ჭიჭინაძის ქუჩაზე რობოკოპები განლაგდნენ - გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც
ჭიჭინაძის ქუჩაზე რობოკოპები განლაგდნენ. პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამოიყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ხალხის სიმრავლის გამო უკვე გადაიკეტა. მოქალაქეები უკვე მესამე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაცია ოფიციალურად შეაჩერა.