შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ემუქრება
შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ემუქრება - საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც "პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს“.
"ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება, იქნება ეს პოლიციელი თუ მოქალაქე, მივიღებთ შესაბამის ზომებს"- თქვა სირაძემ.
ბოლო დღეებში ფაქტობრივად ყველა ვხედავთ, მათ შორის საზოგადოება და თქვენც, რომ გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, მთელ ქალაქში გადაწვეს, დაამტვრიეს სხვადასხვა ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა და პოლიცია მზადაა იმისთვის, რომ აღკვეთოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთავთ და ყველა იმ პირს ვაფრთხილებთ, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შსს მიიღებს უმკაცრეს ზომებს"- თქვა სირაძემ.
აამსთან, სირაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანი უკვე დააკავეს.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აქცია დაწყებულია 40 წუთია, მაქსიმუმ 1 საათი და უკვე, გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით, იმ პირებს, რომლებიც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, ვინაიდან შსს-ის დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას კანონი“, - დასძინა მან.