აქციის მონაწილეები ეთერის დათმობისთვის საზმაუს ხელმძღვანელობას ნახევარ საათს აძლევენ
“გახსენით ეთერი“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან უამრავი ადამიანია შეკრებილი და ეთერის დათმობას ითხოვს.
ისინი ტელევიზიის ხელმძღვანელობას ნახევარ საათს აძლევენ იმისთვის, რომ ეთერი გახსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შესვლას გეგმავენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ტელევიზიის კართან მათ დაცვის სამსახური დახვდა, რომლებმაც მათ შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე არიან მობილიზებულები შსს-ს წარმომადგენლებიც.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საზმაუს ეთერი დაეთმოთ, რათა საზოგადოებამ ქვეყანაში განვითარეულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე იცოდეს.