საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

01.12.24 21:33
საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პირველი არხის ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება.

ისინი ამბობენ, რომ ტელეარხს მუშაობის საშუალება არ ეძლევა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოითხოვს, პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეთ.

მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება.

კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა.

ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ "პირველი არხი" იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად," - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პირდაპირი ეთერის დათმობას და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები