ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს დროშებით ხელში, ცოცხალი კედელი გააკეთეს
ახალგაზრდების პასუხი სპეცრაზმელებს - პარლამენტის შენობის წინ, ცოცხალი კედელი გააკეთეს და საქართველოს დროშებით ჩამწკრივდნენ. ასე უპასუხეს პარლამენტიდან გამოშვებულ წყლის ჭავლს, რომელიც პერმანენტულად ხდება და არ წყდება.
ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე აქციის მონაწილეების შეძახილები არ წყდება- “რუსებო“, “მონები“ - სკანდირებენ ისინი.