აქციაზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა - აქციის მონაწილეს სახეში სავარაუდოდ, მძიმე საგანი მოხვდა

01.12.24 21:49
აქციაზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა - აქციის მონაწილეს სახეში სავარაუდოდ, მძიმე საგანი მოხვდა

სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნივთები დაუშინეს - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მათ შორის დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სახის არეში სავარაუდოდ, მძიმე საგანი მოხვდა. ის უკვე გადაყვანილია კლინიკაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან გომელაურის უწყების თანამშრომლები ქვებსაც კი ისვრიან.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები