საზმაუსთან შეკრებილი ხალხი პარლამენტის მიმართულებით დაიძრა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრეზიდენტს ეთერს დაუთმობს, ტელევიზიის წინ შეკრებილმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდეს და რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.
საზმაუსთან შეკრებილ ადამიანებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა, ტელევიზიამ მხოლოდ ერთი, პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა შეასრულეს.
აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღე, 15:00 საათზე, პირველი არხის შენობასთან შეკრიბებიან და ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას მოითხოვენ.