28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია - საია
საიას ცნობით, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შევიდა ინფორმაცია.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
“მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ორგანიზაციის ადვოკატებმა იზოლატორებში“, - წერია ინფორმაციაში.
28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა 200-ზე მეტი დაკავების შესახებ ინფორმაცია. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში.
დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.
პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები.
სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულვებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას.
დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია"- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს:
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. შეწყდეს მათ მიმართ საქმის წარმოება.
- უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატების მიერ დაკავებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა.
სამართლებრივი დახმარების ქსელი განაგრძობს მუშაობას დაკავებულთა უფლებების დასაცავად!
ცხელი ხაზი: 577 07 05 63 აქტიურია 24/7.