ჩემ არასრულწლოვან შვილს წიხლებით შედგნენ! - უფლებადამცველი სპეცრაზმელების სისასტიკეს "ტვ პირველთან" იხსენებს
ორგანიზაციის “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის ცემისა და დაკავების დეტალები გაიხსენა.
ქელბაქიანის განცხადებით, მისი 17 წლის შვილი, დედის თანდასწრებით, სპეცრაზმის წარმომადგნლებმა სასტიკად სცემეს.
მისი თქმით, ახალგაზრდები იმიტომ ჰყავთ მიზანში, რომ მათი ნება გატეხონ, ან დემორალიზება მოახდინონ, ძირითადად მაგათზეა ფოკუსში.
აქციიდან მოვდიოდით მე, ჩემი მეუღლე, შვილი და ძმიშვილები და დაიწყო დარბევა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ახალგაზრდებზე აქვთ აქცენტი, ჩემ ძმიშვილსაც სცემეს, ჩემი შვილი გაექცათ, დააკავეს, წიხლებით შედგენენ, ჩემი მეუღლე გადაეფარა და ვეუბნებოდი, არასრულწლოვანია -მეთქი და ისეთი განცდა გამიჩნდა, უფრო გამეტებით ურტყამდნენ. ეს იყო აგრესია, პირდაპირ იმის ჩვენება, რომ სადამსჯელო ღონისძიებაა და უნდათ, შეგაშინონ. გარდა ამისა, ჩემი შვილის მეგობარს, დათო გოგილაშვილი იქვე მოიგდეს და სასტიკად სცემეს. ვიდეოკადრებიც არის, დასისხლიანებული იყო. ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ. რომ წამოვედი ჩემი შვილები აქციაზე დავტოვე და რომ წავალ, მეც იქ მივალ.
ამ ახალგაზრდებმა კარგად იციან და გაცნობიერებული აქვთ, რისთვის იბრძვიან. არ მინდა, მხოლოდ ჩემ შვილზე საუბარი, ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული, მაგრამ უკან არ იხევს და ბოლომდე იბრძვის თავისი მომავლისთვის“, - ამბობს ის.