ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლი აანთეს და სველ ტანსაცმელს აშრობენ

02.12.24 00:49
ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლი აანთეს და სველ ტანსაცმელს აშრობენ

ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლი აანთეს და ტანსაცმელს, რომელიც წყლის ჭავლის დროს დაუსველდათ, აშრობენ.

ისინი ამბობენ, რომ სახლში წასვლას არ აპირებენ და კოცონის ირგვლივ გათბებიან. მათივე თმით, გაშრობისთანავე, საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.

გაბრაზებულები ვართ, დაგვასველეს, გაგვაციეს, მაგრამ ახლა ცეცხლი ავანთეთ, ვთბებით და არავინ ვაპირებთ სახლში წასვლას. რამდენადაც მეტად დაგვასველებენ, იმდენად ბევრ რამეს დავწვავთ, გასაშრობად. მინდა ვთხოვო მათ, რომ ზიანი არ მოგვაყენონ და არც ჩვენ მივაყენებთ ზიანს“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა.

მათ ცეცხლი იმ საჭმლის ყუთებით, აანთეს, რომელიც ერთმანეთის გამოსაკვებად აქციაზე მიიტანეს.