ახალგაზრდის თავით ფეხბურთის თამაში ქრისტიანულია? - მსახიობის მიმართვა “ოცნებას“

02.12.24 01:15
ახალგაზრდის თავით ფეხბურთის თამაში ქრისტიანულია? - მსახიობის მიმართვა “ოცნებას“

 

 

მსახიობი, ილო ბეროშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ “ის ზღვა ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაშია გასული, აბსოლუტურად სამართლიანადაა გაბრაზებული.“

ბეროშვილს აინტერესებს, რატომ არ გამოდის და არაფერს ამბობს “ოცნება“, რომელიც 24 საათი კაცობაზე და ტრადიციებზე ელაპარაკება საკუთარ ხალხს, იმ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდება სპეცრაზმი ახალგაზრდა ბიჭს.

ცხოვრებაში არასდროს მინახავს, რომ სპეცრაზმი მეგაფონით დედას აგინებდა ყველას აქ. ეს იყო პირველი შოკი. ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდას ურტყამენ და მისი თავით ფეხბურთს თამაშობენ, იყო კოშმარი, საზარელი სანახობა, კარგი იქნება, “ოცნება“, 24 საათი კაცობაზე, ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე რომ გველაპარაკება, გამოვიდეს და თქვას, რამდენად ქრისტიანულია ეს საქციელი. ადამიანები, ის ზღვა ხალხი, რომელიც დღეს არის მოსული, არიან სამართლიანად გაბრაზებულები, ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ხალხი არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ილო ბეროშვილმა.

მისივე თქმით, მეტი ადამიანის გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, მათ შორის მტრულად განწყობილმა ქვეყნებმაც, თუ როგორი ერთობა იციან ქართველებმა, როდესაც მათი ბედი წყდება.