ცნობილია, სკოლების სია, რომლებიც ხვალიდან გაიფიცებიან

02.12.24 01:26
ცნობილია, სკოლების სია, რომლებიც ხვალიდან გაიფიცებიან

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, თბილისში რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები იფიცებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

სკოლების სია, რომლებიც ხვალიდან გაიფიცებიან, ასე გამოიყურება: 

სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის მასწავლებლების და კურსდამთავრებულების ნაწილმა, მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის შეფერხება დაგმო და მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელსაც, ამ დროისთვის, ხელს 600-მდე პირი აწერს.

ორი დღით სასწავლო პროცესს აჩერებს „ბაქსვუდის სკოლაც“.

მათი განცხადების თანახმად, ევროპულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება – ეს არის მისწრაფება თავისუფლების, ღირსებისა და ნათელი მომავლისკენ.

საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებას აპროტესტებს ქალაქ თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მოსწავლეებიც. მათი თქმით, ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მათთვის მიუღებელია.

სწავლა შეაჩერა ნიუტონის თავისუფლმა სკოლამაც. მათი თქმით, საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს.

ორი დღით სასწავლო პროცესი შეაჩერა UG სკოლამაც.

პროტესტის ნიშნად, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სასწავლო პროცესი არ შედგება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაშიც

საერთო პროტესტს უერთდება მწვანე სკოლაც და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, სწავლის განახლების დროს უცნობია.

მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი - ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჩვენი კარი ღია რჩება სკოლაში მოსვლის მსურველი ყველა მოსწავლისთვის“- წერია განცხადებაში.

(მასალა განახლებადი)