რუსთაველზე გაზის კაფსულებს ისვრიან - “ტვ პირველის“ ოპერატორს პირველადი დახმარება დასჭირდა
რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს ისვრიან - სპეცრაზმელებმა მხუთავი აირის გაშვება რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს, რის გამოც, აქციის მონაწილეებს სუნთქვა უჭირთ.
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა “ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაიას უჭირს მხედველობა და აქვს სუნთქვითი პრობლემები.
ტელეოპერატორს პირველადი დახმარება აქტივისტებმა აღმოუჩინეს.
ჭიჭინაძის ქუჩაზე ახალგაზრდები წყლის ჭავლის და რობოკოპების წინაშე, ხელაწეულები დგანან და ამ ფორმით გამოხატავენ, რომ ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან.
ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლს, რამდენიმე საათია, უწყვეტად უშვებენ.