“უფლებები საქართველო“: აქციაზე დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში გადაჰყავთ

02.12.24 02:26
“უფლებები საქართველო“: აქციაზე დაკავებული და ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში გადაჰყავთ

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” ცნობით, ამ წუთებში, აქციაზე დაკავებული და ნაცემი ა.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სასწრაფო დახმარების მანქანას, ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავს.

უფლებადამცველების თქმით, დაკავებულმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავი სტკიოდა, თუმცა იზოლატორის თანამშრომლები გულგრილად მოეკიდნენ მის ჩივილებს და არ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ა.ტ.-ს სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 წუთამდე მიმდინარეობდა და სასამართლომ არასამუშაო საათებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. სხდომა არ გადადო, სანამ ა.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდა.

ა.ტ. 30 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისას დააკავეს და ნაცემი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.