"რუსთავი 2" - აქციაზე ჩვენი კორესპონდენტი დაშავდა

02.12.24 03:40
"რუსთავი 2" - აქციაზე ჩვენი კორესპონდენტი დაშავდა

ტელეკომპანია "რუსთვი 2-ის" ინფორმაციით,  პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე მათი ჟურნალისტი, თამთა ჩიტიშვილი დაშავდა.

ტელეკომპანიის ცნობით, კორესპოდენტს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში  ჭრილობა აღენიშნება.

ტელეკომპანიის ცნობითვე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  "რუსთავი 2-ის" ოპერატორი გიორგი ნერგაძე დაშავდა. მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა.