რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები გიგანტური ქვაბით წვნიანს ამზადებენ (ფოტო/ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები გიგანტური ქვაბით წვნიანს ამზადებენ. რამდენიმე წუთის წინ, დარბეულმა ახალგაზრდებმა ადგილზე ცეცხლი დაანთეს, ინგრედიენტები მოიტანეს და ამ წუთებში თბილი წვნიანით უმასპინძლდებიან თანამოაზრეებს.
პერიოდულად, სპეცრაზმელები მოქალაქეების წინააღმდეგ მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს ისევ იყენებენ.
საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანას ძალისმიერი მეთოდებით ისევ ცდილობენ, თუმცა რამდენიმე წუთში მომიტინგეები კვლავ პროტესტის ადგილს უბრუნდებიან