აქციის დაშლისას ულებადამცველი გიორგი დავითური დააკავეს
გამთენიისას, აქციის დარბევის შემდეგ, უფლებადამცველი გიორგი დავითურიც დააკავეს. დავითური ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია.
აქციცის მონაწილეების დაშლა ძალოვანებმა დილის 6:30-ზე დაიწყეს. საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირიდან, კოსტავას გამზირისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს გაეკიდნენ, რამდენიმე მონაწილე რუსთაველის გამზირზევე დააკავეს.