აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, ლელა მიქელაძე პროტესტის ნიშნად იფიცება
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე, აჭარის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებიც ემიჯნებიან.
ბიუჯეტის განყოფილების უფროსი, ლელა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროტესტის ნიშნად იფიცება - "ყველას მოვუწოდებ შემომიერთდნენ, აუცილებლად გავიმარჯვებთ".
მე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქელაძე, რომელიც საჯარო სამსახურში 20 წელიწადი ვმუშაობ და ვემსახურები ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ხელმძღვანელობით, მივიჩნევ:
დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით, შემზარავია იმის ყურება,თუ როგორი გამეტებით უსწორდებიან მშვიდობიან პროტესტანტებს! ასე ვერ გაგრძელდება! ევროინტეგრაციის პროცესს აუცილებლად დავუბრუნებთ საქართველოს, ამიტომ ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ შემომიერთდნენ! აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია!", - წერს ლელა მიქელაძე.