"ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია" - "თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე"
"თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" თანამშრომელთა ნაწილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, ემიჯნება.
განცხადების 31 ხელმომწერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანია, რომლიდან გადახვევაც დაუშვებელია.
ამასთან, "თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე სპეცრაზმელების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ.
ჩვენ, „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 31 თანამშრომელი აწერს ხელს.