გორის სკოლებში უფროსკლასელები გაიფიცნენ - მე-3 სკოლის დირექტორმა ბავშვები შენობაში გამოკეტა
გაფიცვა გორის საჯარო სკოლებში - მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა წინააღმდეგობის მიუხედავად, გაიფიცნენ გორის N2, 3 და მე-9 სკოლის უფროსკლასელები. მოსწავლეეები იმ ძალადობას აპროტესტებენ, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ხედავენ. ახალგარდები აცადებენ, რომ სკოლაში სწავლის აზრს ვეღარ ხედავენ, რადგან ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც უდიპლომო კაცს, მიხეილ ყაველაშვილს უპირებენ გაპრეზიდენტებას.
აღსანიშნავია, რომ გორის მე-3 საჯარო სკოლაში დირექტორმა მოსწავლეები, რომლებსაც სურდათ, გაფიცულებს შეერთებოდნენ, შენობიდან არ გამოუშვა.
ჩვენ, გორის სკოლის მოსწავლეები ვიფიცებით, რადგან ქვეყანაში აღარ არის დუმილის დრო და ის, რაც ქვეყნაში ხდება, ეხება ყველას. მრავალი წინაღობა გვაქვს. წინაღობა არის მასწავლებლებისგან, დირექტორებისგან და სწორედ ამიტომ ვართ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მე-3 სკოლის წინაშეკრებილები, რომ აქ ყველაზე დიდია ეს პრობლემა. მესამე სკოლის დირექტორმა მოსწავლეები კლასებში ჩაკეტა. ჩვენ ახლა ვხედავთ, როგორ იყურებიან და გვიჭერენ მხარს, - ამბობს პროტესტის მონაწილე მოსწავლე.
სკოლის დირექტორი "პირველებთან" ამტკიცებდა, რომ მოსწავლეებით "ვიღაც მანიპულირებს".
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე უნდა იყოს გაკვეთილზე და არასრულწლოვნით მანიპულირებაა. ორგანიზატორი არის ის, ვინც მანიპულირებს. დატოვეთ სკოლის ტერიტორია, წინაღმდეგ შემთხვევაში, მე გამოვიძახებ პოლიციას, - ამბობს სკოლის დირექტორი.