"ვნახე, როგორ ურტყეს და ჩატენეს მანქანაში" - სპეცრაზმმა ირინა სარიშვილის შვილი დააკავა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარლგებში, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ყოფილი პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის შვილი დააკავა.
როგორც ირინა სარიშვილმა მედიასთან განაცხადა, მის ვაჟს ხელბორკილები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თამარაშვილის ქუჩაზე დაადეს.
"ვნახე, როგორ ურტყეს და ჩატენეს მანქანაში" - ამბობს ირინა სარიშვილი.
დილით რომ ველაპარაკე, უკვე დარბეულები ჭავჭავაძის გამზირზე ვართო. იმის მერე არ ვიცი, რას აკეთებდნენ. შემდეგ უცბად "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ვნახე, თამარაშვილზე როგორ ურტყეს და ჩატენეს მანქანაში. ბევრი ერთად ტენიდა მანქანაში", - ამბობს ირინა სარიშვილი.