როგორია აქციაზე დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - იურისტები პირველ კომენტარს აკეთებენ

02.12.24 14:17
როგორია აქციაზე დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - იურისტები პირველ კომენტარს აკეთებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

დაკავებული გიორგი ქინქლაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მას სახისა და სხეულის არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მეტიც, როგორც იურისტი განმარტავს, გიორგი ქინქლაძეს მარცხენა თვალში მხედველობა აქვს დაქვეითებული.

მოვინახულე გიორგი ქინქლაძე. მას აღენიშნება ხილული დაზიანებები ჭრილობების სახით სახის არეში, ასევე აღენიშნებოდა ტანის არეში დაბეჟილობების სახით. მას აქვს მხედველობა დაქვეითებული მარცხენა თვალზე. პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის დააკავეს რუსთაველის ტერიტორიაზე, როდესაც სამ მეგობართან ერთად მიდიოდა სახლში. მისი მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი აქ ჰქონია", - ამბობს გიორგი ქინქლაძის ადვოკატი.

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულ გიორგი დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი უფლებადამცველი მედიასთან აცხადებს, რომ დავითურს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება, რომელიც  იურისტის განმარტებით, სამართალდამცველებმა  ხელბორკილების დადების პროცესში მიაყენეს.

დილით დააკავეს გიორგი. მშვიდობიანი აქციის მონაწილე იყო. პოლიციას არ ჰქონდა დაკავების საფუძველი. გიორგის აღენიშნება სახის არეში დაზიანებები. დაკავების პროცესში სახის არეში დაარტყეს და შემდგომ უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს", - ამბობს გიორგი დავითურის ადვოკატი.