ჩვენ გვინდა ევროპა! - სტუდენტები მსვლელობით თსუ-კენ მიემართებიან

02.12.24 14:18
ჩვენ გვინდა ევროპა! - სტუდენტები მსვლელობით თსუ-კენ მიემართებიან

უნივერსიტეტების სტუდენტები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი თსუ-ს პირველი კორპუსისკენ მიემართებიან, სადაც გეგმავენ, მოითხოვონ, რომ სახელწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეწყვიტოს და სტუდენტები აქციებს შეუერთდნენ. 

პირველ რიგში, ჩვენი მიზანი ის არის, ვიბრძლოთ იქამდე, სანამ ჩვენს სურვილს რეალობად არ ვაქცევთ. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის, რომ თსუ-მ შეწყვიტოს სწავლა, რათა საშუალება მოგვეცეს, რომ ვიაროთ აქციებზე და მივაღწიოთ საერთო მიზანს. მიზანი არის, შევწყვიტოთ ეს რუსული რეჟიმი და საქართველოში დავამყაროთ ევროპა. ჩვენ ძალიან გვინდა სწავლა, გვინდა დავაგროვოთ ცოდნა, თუმცა არ გვინდა, რომ ლექციებს რუსულად მოვუსმინოთ და შუალედურები რუსულად ვწეროთ, - ამბობს პროტესტის მონაწილე.