"მომავალი თაობა იმსახურებს, იცხოვროს ევროპულ საქართველოში" - კანცელარიასთან მშობლების აქცია იმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში მშობლების აქცია იმართება. ცოტა ხნის წინ მათ აქ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ გააჩნიათ. კანცელარისთან იმყოფება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მომავალი თაობა იმსაზურებს, იცხოვროს ევროპულ საქართველოში.
მე აქ მოვედი როგორც დედა, რომელიც ორ შვილს ზრდის. არ გამიჩენი ჩემი შვილები იმისთვის, რომ მათ რუსულ საქართველოში იცხოვრონ. ყველას შვილი, მომავალი თაობა, იმსახურებს, რომ ეს ქვეყანა ცხოვრობდეს ევროპულ, დაწყნარებულ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოში, სადაც არ ხდება ის სისასტიკეები, რისი მომსწრენიც ვართ უკვე მერამდენე დღეა, როდესაც მარბიელი რაზმები, რუსული ომონი იტაცებს და ძვლებში ამტვრევს ადამიანებს. ეს არის წარმოუდგეენლი სისტატიკე, - ამბობს ნაცვლიშვილი.