"ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით" - "ევროპის უნივერსიტეტი"

02.12.24 15:10
"ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით" - "ევროპის უნივერსიტეტი"

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, ემიჯნებიან და პროტესტის ნიშნად იფიცებიან. 

სტუდენტ-პროფესორები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს კატეგორიულად გმობენ.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს, უარვყობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 78: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად) და მხარს ვუჭერთ ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ამიტომ ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით". - ნათქვამია განცხადებაში.