ბათუმში პროტესტი გრძელდება - მოქალაქეები საკონსტიტუციოსთან მისვლას აანონსებენ

02.12.24 15:24
ბათუმში პროტესტი გრძელდება - მოქალაქეები საკონსტიტუციოსთან მისვლას აანონსებენ

ბათუმში "ქართული ოცნების" ანტიევროპული ქმედებების წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება - ამ წუთებში სტუდენტები, პროფესორები და მოსწავლეები ქუჩებში არიან გამოსულები და საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ ჩადენილ "დანაშაულებს" კატეგორიულად გმობენ და "კონსტიტუციის დარღვევას, უდიპლომო პრეზიდენტს და შეცვლილ კურსს" არ ეგუებიან. 

ევროპული მომავლის მცველები აანონსებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ და პროტესტის კერამ დროებით იქ გადაინაცვლოს. 

რაც ხდება დღეს ბათუმის და საქართველოს ქუჩებში, ეს არის სახალხო დაუმორჩილებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სტუდენტები, მასწავლებლები, პროფესორები არიან ჩართულები და აპროტესტებენ შეცვლილ კურსს, დარღვეულ კონსტიტუციას, უდიპლომო პრეზიდენტს. ეს არის კასკადი იმ დანაშაულებისა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა და ქართველი ხალხი მათ პასუხს აუცილებლად გასცემს", - ამბობს სტუდენტი.